დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 2711-მა ადამიანმა გაიკეთა.
NCDC-ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 977 317 აცრა.
სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 035 872 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %.
სრულად ვაქცინირებულია 939 711 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.9%.