დავით კარგარეთელის პირველი სამუშაო დღე გარდაბნის მერის რანგში[ვიდეო]

დავით კარგარეთელის პირველი სამუშაო დღე გარდაბნის მერის რანგში –  მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გარდაბნის ახლადარჩეული  მერი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა წარადგინა.

დავით კარგარეთელი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. ინფორმაციისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში დავით კარგარეთელმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 60,49% მიიღო.