“დარგე შენი ხე”- “გავიგუდეთ” გამწვანების მასშტაბურ პროექტს იწყებს

“გავიგუდეთ” გამწვანების მასშტაბურ პროექტს იწყებს.

პროექტის “თანამშრომლობ მწვანე რუსთავისთვის” ფარგლებში ქალქში ორი ტერიტორია გამწვანდება: რუსთავის მე-9 საჯარო სკოლა და კოლეჯი „მოდუსი”.

როგორც სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის “ფეისბუქ” გვერდზე წერია მსურველებს დარგვისთვის საჭირო მასალების შესაძენად თანხის გაღება შეუძლიათ.

მათივე ცნობით, ირიგაციის და სხვა ხარჯების უდიდეს ნაწილს ფინანსურად გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა(GEF SGP) უზრუნველყოფს, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.

“ასევე, ორი სანერგიდან ველოდებით ოფიციალურ პასუხს ნერგების საჩუქრად გადმოცემაზე (მალე მათ შესახებაც მოგიყვებით) ჯამურად 500-ზე მეტი ნერგი დაირგვება ნოემბრის პირველ ნახევარში იქამდე მოვამზადებთ ორმოებს, შევარჩევთ სარწყავი სისტემის კომპანიას, შევიძენთ ყველა საჭირო ნივთსა თუ მომსახურებას და ეტაპობრივად გაგაცნობთ ჩართულ მხარეებს.

პროექტი ითვალისწინებს თანამონაწილეობას ადგილობრივი თემის მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებით დარგვისთვის საჭირო თოხების, ბარების, ნიჩბების, ხელთათმანების, ხეების გასამაგრებელი ბამბუკების და სხვა საჭირო ნივთების შეძენაში.

საორიენტაციოდ 2,000 ლარი ამ ყველაფრისთვის საკმარისი უნდა იყოს, შესაბამისად, 1000-1000 ლარად და ორ ეტაპად გავყავით ქრაუდფანდინგი (იხ. პირველი კომენტარი) 8 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ვიღებთ შემოწირულობებს მე-9 სკოლის ეზოს გამწვანების პროექტისთვის და იმედი გვაქვს, რომ სასკოლო საზოგადოება და სკოლის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და შევძლებთ, მოვაგროვოთ 1000 ლარი. ამ ეტაპზე, ანგარიშებზე არის 0 ლარი (იხ. მეორე და მესამე კომენტარი), 20 ოქტომბერს დასრულდება შემოწირულობების მიღება და გამოვაქვეყნებთ ამონაწერს, რათა ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.

შეძენილი ნივთების სიას და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოგიდგენთ გვჯერა, ბევრნი ჩაერთვებით, რადგან ეს ქალაქი და ქვეყანა ყველასია და ერთმანეთის მხარდაჭერით კარგი საქმეების კეთება ბევრად უფრო მარტივია საქართველოს ბანკი: #GE20BG0000000499059630 (მიმღები: „გავიგუდეთ“) თიბისი ბანკი: #GE90TB7754936080100014 (მიმღები: „ეკო ცენტრი“) გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რათა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივცეთ ამ კარგ ამბავში და რუსთავის მდგრად გამწვანებაში ჩართვის შესაძლებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.