რუსთავში “ევსაქების” წევრებმა პარტია დატოვეს და ნინო ლაცაბიძეს მხარდაჭერას უცხადებენ[ვიდეო]

“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს და “ქართულ ოცნებას” უერთდებიან.  ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, გაბილ გასანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრები აცხადებენ, ისინი მმართველი გუნდის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებენ.

პარტია ჯამში ორმა წევრმა და რუსთავსა და გარდაბანში 100-მდე მხარდამჭერმა დატოვა. მიზეზად რუსთავის ორგანიზაციის წევრები მათი პარტიის  “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად,  გაერთიანებულ ოპოზიციაში კოალიციას ასახელებენ.

“ჩვენ ვართ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებმაც დავტოვეთ პარტია პირველი ტურის შემდეგ. დავინახეთ  “ნაციონალურ მოძრაობასთან” არასწორი მოქმედება, რადგან ისინი ხალზე არ ფიქრობენ და ფიქრობენ მხოლოდ სკამებზე. ვუჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ ისინი ხალხისთვის არიან და არა მოძალადეებისთვის, რომლებიც 2003-დან 2012 წლამდე ითვისებდნენ მიწებს და ხალხს ართმევდნენ ქონებას, არანაირად არ დავუჭერთ მხარს მოძალადე პარტიას”- განაცხადა გაბილ გასანოვმა.