ელექტროენერგიის შეზღუდვა – “ენერგო პრო ჯორჯიას” განცხადება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კერძოდ,  30 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, ჭავჭავაძის თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ერისთავის, წერეთლის, რობაქიძის, სტაფანიას და მიმდებარე ქუჩებზე;

1 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, ნასაგური, სართიჭალა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს წალკაში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.