ვაქცინაციის მარათონი – ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლშია[ვიდეო]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მარათონის ფარგლებში,  ქვემო ქართლის რეგიონში ფიქსირდება.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ყველაზე მეტი აცრა თბილისში ჩატარდა, რის შემდეგაც ვაქცინაციის სტატისტიკით მოწინავე პოზიციებზეა იმერეთი და აჭარა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში იმუნიზაციის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.