ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში მიმდინარეობს.
მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.
მოქალაქეებს „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
მარათონის დაწყებამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დახმარებით, დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა.
სოფელ რაჭისუბანში, მარათონის მიმდინარეობის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.