ვის რამდენი მანდატი ექნება საკრებულოში

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში არსებული 14 უბნის მონაცემებით,  არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გრიგოლ ვეფხვაძემ გაიმარჯვა. შესაბამისად, რუსთავის საკრებულოში მანდატების რაოდენობა იცვლება და წინასწარი მონაცემით, “ქართული ოცნება” და ენმ წარმომადგენლობით ორგანოში თანაბარი მანდატებით იქნებიან წარმოდგენილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით,გრიგოლ ვეფხვაძემ ოლქში არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 53,8% მიიღო, რაც შეეხება პარტია “გახარია-საქართველოსთვის” კანდიდატს, ერეკლე დოლიძეს 46,2%-ის მხრადაჭერა აქვს.

 

დოლიძის გამარჯვების შემთხვევაში პარტიას “საქართველოსთვის” შანსი ჰქონდა საკრებულოში ოთხი მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგან სამი მანდატი გიორგი გახარიას პარტიას უკვე აქვს საკრებულოში პროპორციული წესით.

შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემით, მე-6 მაჟრიტარულ ოლქში გრიგოლ ვეფხვაძის გამარჯვებით მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება:

საკრებულოს 35 მანდატიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-16 ; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 16; “გახარია- საქართველოსთვის” 3.