თიანეთში შვილის მკვლელობის ბრალდებით, მამა დააკავეს. 1940 წელს დაბადებულ პირს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა”
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.