სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში, 2021–2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
“ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება – საშუალო ტემპით 5.8 პროცენტი, თითქმის ექვსი პროცენტი წლიურად. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, ძალიან სწრაფად დავძლიოთ ის ნეგატიური შედეგი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ასევე დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.