ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.