იმუნიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლშია[ვიდეო]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იმუნიზაციის სერიოზული კვირეული იგეგმება.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონში.

„სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი გვაქვს მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. 68 დიდი დასახლებული პუნქტია საქართველოში, სადაც 3 000-ზე ზემოთ არის მოსახლეობა, ეს არ არის ქალაქები, ეს არის ძირითადად სოფლები, მაგალითად რაჭაში, ლეჩხუმში ან სვანეთში 3000-იანი სოფელი არ არის და იქ შევარჩიეთ მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრები. დანარჩენ რეგიონებში ყველგან არის დიდი სოფლები, სადაც 3 000-ზე მეტია ადგილობრივი მოსახლე, ასეთი 68 ავარჩიეთ, რომ ყველა რეგიონი იყოს მოცული და ყალიბდება ახლა ე.წ. ჯგუფები, ვინც იმუშავებენ. ყველგან არის ამბულატორია, ყველგან არის სოფლის ექიმი და ასევე დამატებით თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.