რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ქალაქის მერი N1 საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
ტაბაღუა ვარაუდობს, რომ ქალაქის მერი პირველივე ტურში გამოვლინდება და რუსთავში მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა არ იქნება.
“ხმა მივეცი ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქში, კანდიდატს და გუნდს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა დაწყებულ საქმეს სისრულეში მოიყვანს და ძალიან ბევრ განსხვავებულ პროექტს შესთავაზებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რასაც კანდიდატი და მისი გუნდი გვთავაზობს, მრავალმხრივი განვითარებისთვის იქნება ქალაქის.
განწყობა ისეთია და იმდენად დადებითი მუხტი აქვს ჩვენს კანდიდატს, რომ ვფიქრობ პირველ ტურში უნდა დასრულდეს არჩევნები,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რუსთავის მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის.