კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 24 საათში

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპაციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562.