კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 000-ზე მეტი ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,31% ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო შვიდი დღის – 5,16%.

რაც შეეხება რეგიონებს, ქვემო ქართლში ვირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა.  ყველაზე მეტი 882 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, მაღალია მაჩვენებელი იმერეთშიც, სადაც 103 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 621 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 593 153 გამოჯანმრთელდა, 9 110 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 826 786 აცრა, დღიურად აცრილია 8 106.