რუსთავის სამ საჯარო სკოლაში, ვირუსის დადასტურების გამო, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შეწყდა.
როგორც ადგილობრივ რესურცენტრში TV4-ს განუცხადეს, N5, 21, 22, სკოლები სრულად დისტანციური სწავლების მოდელით გააგრძელებენ სწავლას.
კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა N1, 2, 4, 7, 9, 11, 15, 17, 20, 23, 25, 26 სკოლების, სხვადასხვა 39 კლასშიც, რის გამოც აღნიშნული სკოლების ცალკეულ კლასებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.