კორონავირუსი: 4 775 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში  256 პირს დაუდასტურდა ვირუსი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 723 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,01%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 7,98%.

სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.