საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში 256 პირს დაუდასტურდა ვირუსი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 723 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,01%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 7,98%.
სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.