ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ბრძოლა მოიგო

რუსთაველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველი ბრძოლა მოიგო.

პირველ შეხვედრაში ის 67კგ წონით კატეგორიაში, ბაჰამის კუნძულების წარმომადგენელს, ვილიამს რაშილდს დაუპირისპირდა. შეხვედრა ლაშა გურულის გამარჯვებით დასრულდა.

ლაშა გურული 22 ოქტომბრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება.