კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არა “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ მათთან აზრი არ აქვს საუბარს, მოვუწოდებ მოსახლეობას, ჯერ არის კიდევ დრო, არ შეუშინდეთ არც ვანო მერაბიშვილის სიარულს ჩვენს ქალაქში, არც დავით კირკიტაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც ესე აქტიურად ცდილობენ დაძაბულობა შემოიტანონ ქალაქში ხელოვნურად. მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ის სიძულვილი და დაპირისპირება, რასაც ბოლო პერიოდში საარჩევნო დღეებში ვხედავდით,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდის რუსთავის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ლაცაბიძემ ქალაქში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უბნებზე მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციებს აწყობდა.
ლაცაბიძემ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“რუსთავში მთელი დღის განმავლობაში იყო სიმშვიდე ყველა უბანზე, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იყო მცდელობა გამოეწვიათ არეულობა, მოეწყოთ პროვოკაციები და აერიათ სიტუაცია.მაგალითად, ვნახეთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კაპანაძის იმდენად აქტიური და დესტრუქციული ქმედებები, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით მოხდა ამ ადამიანის უბნიდან გაყვანა, რომ ამომრჩეველს ჰქონოდა საშუალება მისულიყო უბანზე და მისი ნება გამოეხატა.
სწორედ ეს მეთოდებია ის მეთოდები, რასაც მთელი დღის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” იყენებს. დარღვევები ჩვენი მხრიდან გამოვლინდა N18,34, 70, 17, 32, 82, 40-ე უბნებზე. ჩვენ დავწერეთ საჩივრები და ამაზე მუშაობს ჯგუფი.
ამასთან ერთად , ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ვისაუბრეთ, რომ აპირებდნენ დრონების მეშვეობით ამომრჩევლების იდენტიფიცირება მოეხდინათ. იმის გარდა, რომ იდენტიფიცირება უნდოდათ მოეხდინათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ზემოქმედებენ ადამიანებზე და შეიძლება ვიღაცამ ამის გამო გადაიფიქროს კიდევ არჩევნებზე მისვლა.
მინდა განახოთ კადრები, თითქმის ყველა უბანზე, ეს არის N32 უბანი დრონების საშუალებით ცდილობენ იდენტიფიცირება მოახდინონ ხალხის და შეფერხება შეუქმნან იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ არჩევნებზე მისვლა. ასევე, ბოლო საათის განმავლობაში ძალიან აქტიურად შეიმჩნევა უკვე მარკირებული ადამიანების მისვლა საარჩევნო უბნებზე, ამას აქვს ძალიან მასშტაბური სახე.
მაგალითისთვის როგორც საარჩევნო პერიოდში შეცდომაში შეყავდათ მოსახლეობა, ჰქონდათ ტყუილი დაპირებები, დღეს თავისი ტელეკომპანიების საშუალებით შეცდომაში შეყავთ მაყურებელი და მაგალითად აჩვენებენ ურნებს, რომელიც არის ეგზიტპოლებისთვის და ამბობენ, რომ ეს არის რაღაც უბანზე გადასატანი ურნა და არის მიტოვებული და იქ მანიპულაციები ხდება.
ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რასაც ადგილი აქვს რუსთავში დღეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არა “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ მათთან აზრი არ აქვს საუბარს, მოვუწოდებ მოსახლეობას, ჯერ არის კიდევ დრო, არ შეუშინდეთ არც ვანო მერაბიშვილის სიარულს ჩვენს ქალაქში, არც დავით კირკიტაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც ესე აქტიურად ცდილობენ დაძაბულობა შემოიტანონ ქალაქში ხელოვნურად. მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ის სიძულვილი და დაპირისპირება, რასაც ბოლო პერიოდში საარჩევნო დღეებში ვხედავდით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საერთაშორისო მიმართულებით არიან დამკვირვებლები და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორად შეაფასებენ და გააკეთებენ ანალიზს”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.