მარნეულის ბაზარში ცხრა მაღაზია დაიწვა

რადიო მარნეული

მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად, ცხრა მაღაზია დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია შვიდი ჭურჭლის, ხოლო ორი ტანსაცმლის მაღაზია. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი მარნეულის ბაზარში 20 ოქტომბერს გაჩნდა.  ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.