მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქების საქმეზე შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

მარტყოფში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით,  შსს-ში გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე უწყებას არავინ დაუკავებია.

შს სამინისტროში მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, ასევე უცნობია წაღებული თანხის რაოდენობაც. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ბანკომატში დაახლოებით, 150 000 ლარზე მეტი თანხა იყო.

შეგახსენებთ, სოფელ  მარტყოფში უცნობმა პირებმა იუსტიციის სსაზოგადოებრივი ცენტრი 23 სექტემებრს ააფეთქეს  და შენობაში არსებული ბანკომატი გატეხეს. 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან გადანადგურებას გულისხმობს.