ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების გზის მე-14 კილომეტრზე, მდინარე ლოჭინის ხევზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია – “ქონსთრაქშენ სერვისი” ახორციელებს, პროექტის ღირებულება 1 128 906 ლარია.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია აღნიშნული გზის 10 – 18 კმ-ების მონაკვეთის რეაბილიტაციაც, რისთვისაც ამჟამად პროექტის შესყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.









