მესხიშვილის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული

მესხიშვილის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ცეცხლი გაზის ბალონს ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ობიექტში გაუჩნდა.

გაზის ბალონი მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიტანეს და ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.