რუსთავის მე-9 საჯარო სკოლის გასამწვანებლად საჭირო თანხა შეგროვდა

„თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის“ – სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა “გავიგუდეთ” საზოგადოების ჩართულობით, რუსთავის მე-9 საჯარო სკოლის ეზოს გასამწვანებლად საჭირო თანხა – 1000 ლარი შეაგროვა. სკოლის ეზოში ხეების დარგვა ნოემბრიდან დაიწყება.

პროექტის “თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის” ფარგლებში ქალაქში ორი ტერიტორია რუსთავის მე-9 საჯარო სკოლა და კოლეჯი „მოდუსი” გამწვანდება. “გავიგუდეს” ინფორმაციით, ირიგაციის და სხვა ხარჯების დიდ ნაწილს ფინანსურად უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

რუსთავში ნოემბრის თვეში, ჯამში 500-ზე მეტი ნერგი დაირგვება.