ნინო ლაცაბიძე – 44.67%, დავით კირკიტაძე – 43.91% – ცესკოს წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით ამ დროისთვის რუსთავის 88 უბნიდან 57-ის წინასწარი მონაცემებია ცნობილი.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძეს მიღებული აქვს ხმების 43.91%, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს კი 44.67%.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები ვერ გადალახავენ 50% – იან ზღვარს რუსთავში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.