არ შემიძლია ჩემს რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრნი არიან, განსაკუთრებით არ მოვეფერო. ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრობის ქალაქში, ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი, ჩვენ ყველას ერთად კიდევ გაგვაერთიანებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ თბილისში, მმართველი გუნდის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსთავის მერობის კანდიდატმა ტრიბუნიდან ამომრჩეველს მიმართა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ემოცია, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არ მივცეთ საშუალება არავის დაგვაბრუნოს წარსულში. მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა არის ძალიან ძვირფასი.
ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება იმისთვის, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ კიდევ უფრო მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლების და წარმატების გზა. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და ვაპირებთ არავის დავუთმოთ, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შესაძლებლობას მისცემს.
არ შემიძლია ჩემს რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრნი არიან, განსაკუთრებით არ მოვეფერო. ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მეგობრობის ქალაქში ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი, ჩვენ ყველას ერთად კიდევ გაგვაერთიანებს.
მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. სწორედ ასე სოფლების განვითარებით, ქალაქების განვითარებით ჩვენ ყველანი ერთად შემოვიტანთ ძალიან დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი ამოცანა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ, როგორც დედამ ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების, ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.