როგორ იქცევა ბაღს ადმინისტრაცია, თუ დაწესებულებაში კოვიდის შემთხვევა დადასტურდება[ვიდეო]

რუსთავის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღებში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება.

ცნობისთვის, რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულებებში წლის ბოლომდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული. სწავლების პროცესი დასწრებული ფორმატით მიმდინარეობს რუსთავის სკოლებშიც.

ადგილობრივ რესურცენტრში აცხადებენ, რომ სწავლების ონლაინ ფორმატზე განაცხადი არ შესულა.