რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ტვ4-ს განუცხადეს, ამ დროისთვის ელ. ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩასა და კოსტავას ქუჩის ნაწილს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მიზეზი გეგმიური სამუშაოებია. კერძოდ, ამ დროისთვის საკაბელო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, სამუშაოები 2 საათზე დასრულდება და ელექტროენერგიის მიწოდება სწორედ ამ დროიდან აღდგება.