როდის დასრულდება ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე შიდა ეზოების მოწყობის სამუშაოები?[ვიდეო]

რუსთავში, ბოსტან-ქალაქის N5 და N7 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტი სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს. სამუშაოებს “სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია” ასრულებს.

TV4-ს ადგილობრივები დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, მძიმე ტექნიკამ მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეაჩერა. მოსახლეობა სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვდა.

როგორც “ქრონიკას” “სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიაში” განუმარტეს, სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი უამინდობა იყო. კომპანიას ხელშეკრულების თანახმად, შიდა ეზოების მოსაწყობად კიდევ ერთი თვე აქვს. სამუშაოების ღირებულება 300 ათას ლარამდეა.