ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსთავის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 15 მანდატი ექნება, მათგან 12 წევრს პარტია წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით შეიყვანს, ხოლო 3 დეპუტატი სამაჟორიტარო ოლქებიდან არის არჩეული.
“ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოში წინასწარი მონაცემებით 16 მანდატი ექნება, 13 პროპორციული სიით,ხოლო 3 სამაჟორიტარო ოლქში არჩეული დეპუტატი. საკრებულოში, სავარაუდოდ, 3 მანდატით იქნება წარმოდგენილი პარტია “საქართველოსთვის” .
რუსთავის N6 სამაჟორიტარო ოლქში ჩატარდება მეორე ტური პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატ გრიგოლ ვეფხვაძესა და პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატ ერეკლე დოლიძეს შორის. შესაბამისად, საბოლოო შედეგით, რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.