რუსთავის ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

რუსთავის ბაღებში კორონავირუსის  შემთხვევები დადასტურდა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის  ინფორმაციით, დღეს გაერთიანების N21 ფილიალში “კოვიდ-19” 5-6 წლიანთა ჯგუფში აღსაზრდელს დაუდასტურდა.

პროტოკოლის თანახმად, ჯგუფი დაიხურა, პედაგოგი და აღმზრდელის თანაშემწე  იზოლაციაში გადავიდნენ.

ამასთან, ეკა ხუციშვილის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო დახურულია ასევე 36-ე და 41-ე ფილიალების კონკრეტული ჯგუფები.

N11 და N25 ბაღები კი რამდენიმე ჯგუფში ვირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, დღეიდან დაიკეტება.