რუსთავის ბაღებში წლის ბოლომდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში წლის ბოლომდე თავისუფალი დასწრება იქნება გამოცხადებული, – ამის შესახებ TV4-ს გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს სააღმზრდელო დაწესებულებებში 3 139 აღსაზრდელი გამოცხადდა, რაც საერთო რაოდენობის 50%-ია.

ინფორმაციისთვის, რუსთავის ბაღებში თანამშრომლების 60%-ზე მეტი ვაქცინირებულია. შენობაში ბავშვების გარდა, ყველასთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბაღებში სწავლა გუშინ განახლდა, ქალაქის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო.