რუსთავის N11 საჯარო სკოლაში, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ხვალიდან შეწყდება.
როგორც ადგილობრივ რესურცენტრში TV4-ს განუცხადეს, სწავლის დაწყებიდან დღემდე ონლაინ მოდელზე ჯამში ხუთი საჯარო სკოლა გადავიდა.
რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, რუსთავში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა კიდევ 15 სკოლის, სხვადასხვა 42-მდე კლასში. აღნიშნულ კლასებში სწავლა ონლაინ რეჟიმით გრძელდება.