რუსთავის მერიაში მეტალურგიული საწარმოს გზშ ანგარიშის განხილვა გაიმართა[ვიდეო]

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში მეტალურგიული საწარმოს ახალ ფოლადსადნობთან დაკავშირებული, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა სამოქალაქო აქტივისტებმა, მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის წევრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაფრქვევებისა და ნარჩენების საკითხზე.