რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა[ვიდეო]

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა არა საწარმოო პროცესის დროს და ადგილზე.

აფეთქების შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.