რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია[ვიდეო]

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში არსებულ სასადილოში გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ტერიტორიაზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო  და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა ხანძრის შედეგად დაშავებულები.