რუსთავის პარკში დამსახურებული მწვრთნელის პეტრე ჯაოშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში დამსახურებული მწვრთნელის პეტრე ჯაოშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

პეტრე ჯაოშვილი თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, რუსთავის საპატიო მოქალაქე და ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის გენერალური მდივანი გახლავთ. მას თავისუფალ ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდიუმის საპატიო წევრის წოდება.

ფლობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ “ღირსების ორდენის კავალერის წოდებას” (1998). დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური მედლით.

პეტრე ჯაოშვილს არაერთი სპორტის ოსტატი და ტიტულოვანი სპორტსმენი ჰყავს გამოზრდილი:

  • კეთილი ნების თამაშების (1984)ჩემპიონი, ყოფილი სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი მალხაზ მერმანიშვილი.
  • მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის პრიზიორი ბაჩანა კარანაძე.
  • ევროპის ჩემპიონი თეიმურაზ მინდაშვილი. ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ზურაბ ლოლაშვილი.
  • ყოფილი სსრკ-ს სპარტაკიადის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული მერაბ მერაბიშვილი.
  • ყოფილი სსრკ-ს ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული კობა ლოჩოშვილი და სხვა.

პარკში ვარსკვლავის გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი და კომიტეტის სხვა წევრები დაესწრნენ.