რუსთავის შემოსასვლელთან აქციაზე მიმავალ კოლონას “ცოცხები” და “კვერცხები” დაუშინეს

რუსთავის შემოსასვლელში დაპირისპირება იყო – თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალ კოლონას  ადამიანთა ჯგუფმა გზა გადაუღობა. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოქალაქეები კონტრაქციითა და პერფორმანსით დახვდნენ,  აქციაზე მიმავალებს ცოცხლები და კვერცხები დაუშინეს.

ადგილზე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი,  ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ გორშიც.

დღესვე მსგავსი აქცია გაიმართა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც.