რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია TV4-ს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.









