რუსთავში 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 106 895-ს შეადგენს.
N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადასატანი ყუთი 782-მა ადამიანმა მოითხოვა.
ქალაქში სულ 84 საარჩევნო უბანი იქნება. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის რუსთავში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.