რუსთავში, აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს[ვიდეო]

საქართველოს ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან დაარსდა. რუსთავში სხვადასხვა ომებში მონაწილე 1200-მდე ვეტერანია.