“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაცია პარტიის კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა და არჩევნების მეორე ტურში “ქართულ ოცნებას” უერთდებიან. უკვე ყოფილი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კოალიცია ვერ შედგა და მეორე ტურში მხარდაჭერას ნინო ლაცაბიძეს უცხადებენ.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს “ევროპული საქართველო” დატოვა ასევე პარტიის ორმა წევრმა და რუსთავსა და გარდაბანში 100-მდე მხარდამჭერმა.