რუსთავში ლიფტი ისევ გაქურდეს

რუსთავში ლიფტების გაქურდვის ფაქტები ისევ დაფიქსირდა.  ამჯერად ლიფტის ნაწილები მოიპარეს 21-ე მიკრორაიონის N4 საცხოვრებელ კორპუსში.

ინფორმაციისთვის, ქალაქში ივლისსა და აგვისტოში, სხვადასხვა მისამართზე რამდენიმე ლიფტი გაქურდეს.