რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, N4 საჯარო სკოლაში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მხოლოდ ფორმალური საკითხებია მოსაგვარებელი.
ვაქცინაციის პუნქტში დღიურად, 500-დან 600-მდე ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.