რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება[ვიდეო]

რუსთავში, N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

როგორც რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ წააგო.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც პირველ ტურში, ისე დამარცხდება „ქართული ოცნება“ მეორე ტურში. მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 36 პროცენტი აიღო ანუ რუსთაველების უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს. თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს.რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.