რუსთავში ქუჩების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწეოდება

რუსთავში ოდიშარიას ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე TV4-ს განუცხადეს, რუსთავის ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარიული დაზიანების გამო, აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდათ.

ადგილზე შესაბამისი სამსახური მუშაობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში აღდგება.  ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების სავარაუდო დრო ორი საათია.

რაც შეეხება 27 სექტემბერს გეგმიურ შეზღუდვებს. “ენერგო პრო ჯორჯიამ” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, დავით გარეჯის, სააკაძის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგია შეეზღუდება.