რუსთავში 84-ვე ძირითადი საარჩევნო უბანი 07:00 საათზე, შეფერხების გარეშე გაიხსნა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კანონის შესაბამისად, უბნებზე წილისყრები ჩატარდა და 08:00 საატზე პირველმა ამომრჩეველმა ისარგებლა საკუთარი ხმის უფლებით.
გაგა აფციაურის ცნობით, პროცესი გამჭვირვალედ, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, რუსთავში სულ 84 ძირითადი და 4 სპეცუბანია. სპეც უბნებიდან სამი პენიტენციურის, ხოლო ერთი კოვიდინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის გახსნილი უბანია.