რუსთავში სკოლის მოსწავლე დაიკარგა.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი 12 წლისაა. როგორც Tv4-ისთვის გახდა ცნობილი, ბავშვი დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი სკოლის დასრულების შემდეგ გაუჩინარდა, თუმცა როგორც ირკვევა, ბავშვი სკოლაში დღეს არ გამოცხადებულა.
არსებული ინფორმაციით, დაკარგული მოზარდი მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. TV4 დეტალებს აზუსტებს.