საარჩენო უბნები 20:00 საათზე დაიხურა – ხმის მიცემა შეწყდა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

არსებული მონაცემებით, საარჩევნო პროცესი უბნების უმრავლეს ნაწილში მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტებსაც.

რუსთავში სულ 87 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, საიდანაც 84 ძირითადი, სამი კი სპეცუბანია.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართა. მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი.